ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მილიარდ 921 მილიონზე მეტი ლარის საკასო ხარჯი აითვისა, რაც დაგეგმილის 99,6 პროცენტია, წლიურ ჭრილში კი ეს მაჩვენებელი 24,5%-იან შესრულებას ნიშნავს. 
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე,  2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება ათვსების მაჩვენებლებს პროგრამების მიხედვით, კაკაურიძის განმარტებით, სოციალური დაცვის კუთხით გვაქვს მილიარდ 387 მილიონ ლარზე მეტი ათვისება, რაც 99,9%-იან ნიშუნლს უტოლდება, ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში კი 413 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც 100,6 პროცენტიანი შესრულების მაჩვენებელია.

კაკაურიძის თქმით, თანხების ათვისებიდა და პროგრამების დაფინანსების კუთხით შეფერხება არ არის მოსალოდნელი.