ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულებამ 2 მილიარდ 199 მილიონი ლარი შეადგინა, რაც კვარტალურ გეგმასთან მიმართებით 99,6%-ია. ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე, ბიუჯეტის შესრულების 3 წლის მიმოხილვის განხილვის დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. 


მისი თქმით, სოციალური პროგრამების ნაწილში ათვისებამ მილიარდ 562 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე კი - 541 მილიონ ლარზე მეტი. „შესრულების ნაწილში პრობლემები არ გვაქვს,“ - აღნიშნა კაკაურიძემ. 


ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი  8 მილიარდ 820 მლნ ლარს შეადგენს.