თბილისში ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მასტერკლასი ტარდება. მისი მიზანი ევროპის მასშტაბით, სპეციალისტთა მომზადების ერთიანი სტანდარტების განვითარება და ონკოგინეკოლოგიის სფეროში, უახლესი მიდგომების გაზიარებაა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მკურნალობის მეთოდების გაზიარებით, მასტერკლასში მონაწილე ყველა მხარე ძალიან მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებს, რაც საბოლოოდ, დადებითაც აისახება პაციენტთა მკურნალობის პროცესში.

სამდღიანი მასტერკლასების ფარგლებში, ლექციები ჩაატარებენ, მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი სპეციალისტები ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან.

პროგრამა ასევე მოიცავს ქეისების განხილვებსა და ქირურგიული მიდგომების ვიდეო-პრეზენტაციებს. ღონისძიების თანაორგანიზატორია „კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელსაც ESGO-ს აკრედიტაცია 2025 წელს, მიენიჭა ონკოგინეკოლოგიური მართვისთვის განსაზღვრულ ევროპულ სტანდარტების დაკმაყოფილებისა და პაციენტთა უსაფრთხოებისა და მკურნალობის მაღალ ხარისხის უზრუნველყოფისთვის.