ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე.
მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ ხარისხიან და ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომა, რაც საბოლოოდ, გაზრდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტიანობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებიც განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში, ინოვაციური ჯანდაცვის პროექტების განხორციელებას.
ცნობისთვის: ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში პირდაპირი შესყიდვის მექანიზმი მოქმედებს. 2023 წელს ამ პრინციპებზე დაყრდნობით, სამინისტრომ შეისყიდა 21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია „როშისა“ და „ნოვარტისისგან“, ხოლო 1 მედიკამენტი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის − კომპანია „ბიომარინისგან“.





