რა სახის სამედიცინო სერვისები და მედიკამენტები გაძვირდა თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით?

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, ექოსკანირება 6%-თაა გაძვირებული, სისხლის ანალიზი 4 %-ით, კბილის დაბჟენა  2%-ით, კბილის ამოღება 4%-ით, თერაპევტის კონსულტაცია 7 %-ით.


რაც შეეხება მედიკამენტებს, აქ გაძვირების მაჩვენებლები (დამრგვალებული) ასეთია: 

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 7 %;


საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 12 %;


ვიტამინები 7 %;


ანტიბიოტიკები 14 %;


ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 3 %;


სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 7 %.


თებერვლის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 5.9 პროცენტითაა მომატებული, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია,  აპარატურა და მოწყობილობა (8.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი). წინა თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ფასები 0.1 %-თაა გაზრდილი.