თებერვლის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 5.9 პროცენტითაა მომატებული, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი). წინა თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ფასები 0.1 %-თაა გაზრდილი.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, წლიურ ჭრილში, ფასები 9.5 პროცენტითაა მომატებული.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი მონაცემებით, ზოგადად, ქვეყანაში საბაზო ინფლაციას, გასული წლის თებერვალთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა.
სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, საავადმყოფოების მომსახურება თითქმის 4%-თაა გაძვირებული.





