ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება.  ვაქცინაცია პირველივე ეტაპზე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და ის სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ დაწესებულებების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. 

სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

ამასთან, მათ, ვინც ვერ ახერხებს სამუშაო დღეებში ვაქცინაციას, შეუძლიათ მიმართონ დაწესებულებებს, რომლებიც გრიპის ვაქცინაციის სერვისს მოსახლეობას შაბათსაც აწვდიან. ასეთი დაწესებულებების სია და მუშაობის გრაფიკი იხილეთ ბმულზე


 დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 116 001