ბოლო ერთი წლის განმავლობაში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების კუთხით სახელმწიფო პროგრამებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მოიხსნა პაციენტების მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი და დაფინანსების საშუალება ნებისმიერი შემოსავლის, მათ შორის კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებსაც მიეცათ. ამასთან, მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც საქართველოში არ არსებობს, უცხოეთის კლინიკებში ფინანსდება. ცალკე მოქმედი პროგრამაა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსების სქემა, რომელშიც საქართველოს გარდა, უცხოეთის წამყვანი კლინიკები არიან ჩართულნი.
ბოლო სიახლე ამ სფეროში, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში შევიდა ძალაში, პაციენტებისთვის მედიკამენტების უშუალოდ კლინიკაში მიწოდებაა. თუ მანამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული წამლების აფთიაქიდან გამოტანა და სამედიცინო დაწესებულებაში მიტანა თავად უწევდათ, ახლა მათ მედიკამენტები კლინიკაში, პროცედურების ჩატარების ადგილზევე ხვდებათ.
პროგრესის მიუხედავად, ონკოპაციენტების მკურნალობის მიმართულებით გამოწვევები ისევ რჩება. პირველ რიგში, ესაა ადრეული დიაგნოსტიკა, რომლის დანერგვის მიზნით მასშტაბური კვლევა ჩატარდა და გაიდლაინებზე მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი სიახლეც მალე ამოქმედდება. ამის მიუხედავად, ონკოპაციენტების დახმარების თხოვნით განცხადებები სოციალურ ქსელებსა და მედიაში დღემდე პერიოდულად მაინც ჩნდება. მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ყველა ინოვაციური მედიკამენტი და მკურნალობის ყველა არსებული ძვირადღირებული მეთოდი არ შედის.
თუმცა ცხადია, სახელმწიფო ყველა სახის თერაპიას და მედიკამენტს ვერ დააფინანსებს და ამას როგორც ჯანდაცვის ექსპერტები, ასევე ონკოლოგები აღნიშნავენ. ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს, ონკოდაზღვევაა. ამ პაკეტის ფასები ხელმისაწვდომია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, რომლებისთვისაც ძვირადღირებული თერაპიები მძიმე ფინანსური ტვირთია, რაც მათი დიდი ნაწილისთვის, საჭიროების შემთხვევაში ხელმიუწვდომელი იქნება.
დაზღვევის და ჯანდაცვის სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ პაკეტით, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე, მაგალითად, სიგარეტზე გაწეული ხარჯები, საჭიროების შემთხვევაში კი სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი გახდება და ამისთვის საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა და ფინანსების სხვა ფორმით მოძიება არ დასჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ეს პაკეტი სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სამედიცინო დაზღვევით გათვალისწინებული ონკოლიმიტით სარგებლობას ხელს არ უშლის და დამატებითი დაფინანსების გარანტიაა, როცა ამის აუცილებლობა დგება. მაგალითად, როცა პაციენტს, მიუხედავად საქართველოში არსებული სერვისებისა, მკურნალობის ჩატარება უცხოეთში სურს. ან როცა საუბარია ინოვაციურ და იშვიათ თერაპიებსა და მედიკამენტებზე, რასაც არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევა არ აფინანსებს. სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია თანხა არასამედიცინო მიზნებითაც გამოიყენოს, რადგან პაციენტი სრულიად თავისუფალია არჩევანში - თანხა მას ანგარიშზე ერიცხება და მის მიზნობრიობას ის თავად განსაზღვრავს.
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის თქმით, მსგავს შეთავაზებებზე მოთხოვნა იზრდება.
„ეს პროდუქტი პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც დაზღვევა ბევრ სერვისს სათანადოდ ვერ ფარავს. ასეთია საქართველოც. ამიტომ კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა ჩვენთანაც მზარდია. ამას განაპირობებს ის ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება. ჩემ ირგვლივ არის არაერთი ადამიანი, რომელსაც შეძენილი აქვს ონკოდაზღვევა და მათ შორის ორს დასჭირდა ეს დაზღვევა. საუბარია დაახლოებით 30 წლის ადამიანებზე, რომლებმაც უცხოეთში ჩაიტარეს მკურნალობა და რომლებიც ონკოდაზღვევამ გადაარჩინა. თანაც ეს არაა სამედიცინო დაზღვევა. თქვენ იღებთ ფულს და მას სურვილისამებრ გამოიყენებთ,“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
ონკოდაზღვევა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არის ცალკე სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც ყოველთვიურ პრემიას განსაზღვრავს მოსარგებლის ასაკისა და მისთვის სასურველი ლიმიტის მიხედვით. ლიმიტები ათეულობით ათასი ლარით იწყება და შესაძლოა ასეულობით ლარს აღწევდეს.
ერთ-ერთი ასეთი პოპულარული პროდუქტი ქართულ ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ონკოქეარია. კომპანიის მონაცემებით, პოლისის არსებობის მანძილზე, 2017 წლიდან დღემდე კომპანიამ დაზღვეულებზე კომპენსაციის სახით 2 500 000 ლარზე მეტი გასცა. პოლისით ჯამში 37-მა ადამიანმა ისარგებლა.
„მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში პოლისით 11-მა ადამიანმა ისარგებლა და მათზე კომპენსაციის სახით 1 000 000 ლარი გაიცა. მაქსიმალური კომპენსაცია ჯიპიაისგან 100 000 და 150 000 ლარი 5-მა დაზღვეულმა მიიღო,“ - აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, 2023 წელს ძალიან დიდი მომართვიანობა იყო - თუ წინა წლებში ონკოქეარი 4-5 ადამიანს სჭირდებოდა წლის განმავლობაში, გასულ წელს ასეთი ადამიანების რიცხვი 11 იყო. ყველა მათგანს ონკოქეარის საჭიროება დაზღვევის მეხუთე, მეექვსე წელს დაუდგა. კომპენსაციის სახით მათ სოლიდური თანხა მიიღეს.
„გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პოლისის შესახებ, რომლის ყიდვაც თვეში სულ რაღაც 10 ლარიდან არის შესაძლებელი და რომელიც ყველაზე საჭირო მომენტში დაეხმარება მათ. ამასთან სიახლე გვაქვს, ონკოქეარის საოჯახო პაკეტების სახით,“ - განმარტავენ კომპანიაში.
პოლისის ღირებულება 3 ლარიდან იწყება და ფასი დაზღვეულის ასაკზეა დამოკიდებული. ტარიფი 4 წლის განმავლობაში უცვლელია და ყოველ წელს პოლისი ავტომატურად ახლდება. მე-5 წლიდან ღირებულება ხელახლა ანგარიშდება.
ონკო ქეარის შეძენა ყველა სრულწლოვან პირს შეუძლია 65 წლამდე, რომელთაც დაზღვევამდე არ ჰქონია დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე.