დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ჩანს, რომ ყველაზე მაღალი პრემია (ანუ პოლისის ყოველთვიური ღირებულება) „ირაოს“ აქვს და ეს თანხა 58 ლარს შეადგენს. მას მოსდევს „თიბისი დაზღვევა“ (54 ლარი), შემდეგია „არდი“ (51 ლარი), რომელსაც მოსდევს „ჯიპიაი“ (39 ლარი) და იმედი ელი (31 ლარი). 

ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიის სამედიცინო პოლისების საშუალო ღირებულება კი 38,7 ლარია.
ნიშნავს თუ არა პოლისის სიძვირე კარგ დაფარვებს?
ამის გასარკვევად მნიშვნელოვანია თუ როგორია კომპანიის მიერ სამედიცინო სერვისების ხარჯების ანაზღაურება.

სტატისტიკის თანახმად „ირაოს“ და „თიბისის“ ზარალიანობა (გადასახადებამდე და ადმინისტრაციულ ხარჯებამდე, ზარალის ანაზღაურებაში გადახდილი თანხა) დაახლოებით 70%-ია, „არდის“- 84%, ჯიპიაისა და იმედი ელის - 83 პროცენტი. 

რაც უფრო ძვირია დაზღვევა, ხოლო ზარალიანობა დაბალი, კომპანიას მეტი მოგება აქვს. რაც უფრო მეტია მისი ზარალიანობა, მისი მოგებაც, შესაბამისად, დაბალია ან მოგება საერთოდ არ აქვს.  


მთელი სადაზღვევო ბაზრის საშუალო ზარალიანობა 82%-ს შეადგენს. 

ინფორმაციისთვის: სამედიცინო დაზღვევაზე ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის 47% მოდის.