2023 წლის მონაცემებით, ჯანდაცვაზე დანახარჯებს შორის სახელმწიფოს ხარჯები 41%-ს შეადგენს. სდაზღვევო კომპანიების წილი 17%-ია, ჯიბიდან გადახდები კი 42%-ია. დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, კერძო დაზღვევის წილი ამ მონაცემებში 2022 წლის შემდეგ არ შეცვლილა. 2022 წელს სახელმწიფო დანახარჯები 42%-ს შეადგენდა, ჯიბიდან გადახდები კი 40%-ს.
იგივე მონაცემებით, 2012 წელს ჯიბიდან გადახდები ძალიან მაღალი, 73% იყო, სახელმწიფო დანახარჯები 21%, კერძო სექტორს კი 4% ეკავა.

სტატისტიკური მონაცემებით 2023 წელს ქვეყანაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის 720 944 მოქმედი პოლისია.  კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 19% სარგებლობს. 2022 წელს პოლისების რიცხვი 682 152-ს შეადგენდა, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული მოსახლეობის წილი კი 18% იყო.
მიუხედავად სახელმწიფოს წილის ზრდისა და ჯიბიდან გადახდების შემცირებისა, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამწვევად რჩება.