იაშვილის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ნესტლეს“ მიერ საბავშვო პროდუქციის გაწვევის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 


როგორც ჩხაიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ჯერჯერობით, ამ პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევები როგორც ევროპაში, ისე საქართველოში არ დაფიქსირებულა.

„როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, კომპანია „ნესტლემ“ გაიწვია გარკვეული პარტიები SMA, BEBA და NAN პროდუქტებში ავსტრიიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ბაქტერიის Bacillus cereus-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინის შესაძლო არსებობის გამო.

ჯერჯერობით, ამ პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევები როგორც ევროპაში, ისე საქართველოში არ დაფიქსირებულა.
თუ იყენებთ აღნიშნულ პროდუქტს:
• შეწყვიტეთ მისი გამოყენება;
• თუ შესაძლებელია, ჩაანაცვლეთ დედის რძით ან სხვა მწარმოებლის ხელოვნური კვებით.
სიმპტომები, რომელთა გამოვლენისას უნდა დაუკავშირდეთ ექიმს:
• ღებინება
• მუცლის ტკივილი
• დიარეა
სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ამ საკვების მიღებიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში და უმეტესად ქრება 24 საათში.
ძვირფასო მშობლებო, ნერვიულობის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი თვითლიმიტირებადი და უსაფრთხოა; შესაძლოა ბავშვს დასჭირდეს მსუბუქი მედიკამენტური დახმარება ან მხოლოდ დაკვირვება,” – წერს ჩხაიძე.

შეგახსენებთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ საღამოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მისი ზედამხედველობით დაწყებულია “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი.


„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის - მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:

  • NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA; 
    * NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1; 
    * NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A; 
    * NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;
    სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს!

  • აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო ,ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს. 
    Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა. 
ინფორმაციისთვის: ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.

აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში.
აღნიშნული შესახებ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანმშრომლობისთვის მზადყოფნაგამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.