ეროვნული სკრინინგ ცენტრი „Med Award 2025“-ის ნომინაციაში "სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" ნომინანტად დასახელდა.

ცენტრი 2008 წელს, კიბოს ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით დაარსდა.

2014 წლიდან -2025 წლის ჩათვლით განხორციელდა 1 387 845 კიბოს უფასო სკრინინგული კვლევა. 

პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია — ყველაზე ეფექტიანი გზა ავთვისებიან დაავადებებთან ბრძოლისათვის.

ბოლო წლებში ცენტრმა გააფართოვა ინფრასტრუქტურა: ახალი ფილიალები გლდანსა და საბურთალოზე, თანამედროვე ციტოლოგიური და PCR ლაბორატორიები, უახლესი დიაგნოსტიკური აპარატურა — მამოგრაფები ტომოსინთეზით, ექოსკოპები, ენდოსკოპიური და კოლპოსკოპიური სისტემები, სტერეოტაქსიული ბიოფსიის აპარატი.

დაიწყო ახალი კომპონენტების განხორციელება - შშმ ადაპტირებული ინვენტარი ფილიალებში.

ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელის შეცვლაში და უზრუნველყო შესაბამისი გაიდლაინის შემუშავება, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, განავითარა საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაფუძნებული გაიდლაინები და გააძლიერა IT და მართვის სისტემა — სერვერული ინფრასტრუქტურა, ქოლ-ცენტრი და პაციენტთა მართვის თანამედროვე მექანიზმები.

ცენტრში მოქმედებს პროგრამები ასაკობრივ კატეგორიებში:

40–70 წ. — ძუძუს კიბოს სკრინინგი

25–60 წ. — საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

50–70 წ. — მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

25–70 წ. — ფარისებრი ჯირკვლის მართვა (თბილისში რეგისტრირებულთათვის)

50–70 წ. — პროსტატის კიბოს მართვა (მამაკაცებისთვის)

 ეროვნული სკრინინგ ცენტრი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, თანამედროვე და სიცოცხლის გადამრჩენელ სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.