2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში  ფასები 9 %-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. კერძოდ, მისი მონაცემებით,  ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (9.4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. 


წინა თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ინფლაციამ 0.1 % შეადგინა. 

ზოგადად კი, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტად (11.9%) ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფშია მომატებული.