სასტუმრო „პულმან თბილისში“ განსაკუთრებული კონცეფციის მოდების ჩვენება „ერთად სცენაზე - მეტი სიცოცხლისთვის“  გაიმართა, რომელიც სიძლიერეს, ხელოვნებას და თვითგამოხატვის თავისუფლებას ეძღვნებოდა. ერთგვარი გზავნილი ყველა მხარდამჭერს  სოლიდარობის, რწმენისა და სიძლიერის აღსანიშნავად. 
ღონისძიება პაციენტთა ორგანიზაცია  „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება „HOPE”-ის ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახავდა ონკოპაციენტების მხარდაჭერას. ამ დღესვე გაიმართა ახალი სოციალური ბრენდის Lama’s Angels-ის პრეზენტაცია. მნიშვნელოვანია, რომ სამოსი სპეციალურად ჩვენებისთვის სწორედ ქართულმა ბრენდმა შექმნა, რომელსაც თავად ონკოპაციენტებმა და ღონისძიების მხარდამჭერებმა მოირგეს.

„ეს იყო არა მხოლოდ ჩვენება - არამედ მოძრაობა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს და აძლევს ქალებს შესაძლებლობას, მიუხედავად დიაგნოზისა, საკუთარი სხეული და ინდივიდუალობა სიყვარულითა და თავდაჯერებულობით აღიქვან. პოდიუმზე მონაწილეობა მივიღეთ ჩვენ, ძუძუს კიბოს პაციენტებმა, ჩვენი მხარდამჭერებმა, ცნობილმა სახეებმა, მეგობრება და აშ. მოდების ჩვენებისთვის სამოსი შექმნა ი Lima’s Angels-მა , რომელიც ჩვენებასთან ერთად „დაიბადა“ როგორც სოციალური საწარმო. ანალოგიური პროექტები ხელს უწყობს ბიზნესის წახალისებას, აუმჯობესებს კიბოთი დაავადებული ქალების ცხოვრების ხარისხს, რათა მათ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა და სილამაზე, “ - აღნიშნავს  „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზინდენტი ანა მაზანიშვილი. 


“აქ და თქვენთან ერთად, დაიბადა რაღაც სრულიად ახალი – ბრენდი Lima’s Angels შექმნილი სილამაზის და სტილის განსაკუთრებულად წარმოჩენისთვის გზავნილი – რომ სხეულს, რომელიც გადარჩა, შეუძლია გახდეს ინსპირაცია, გამბედაობა და მოდა. ჩვენ ერთად ვწერთ ახალ ისტორიას — სადაც სილამაზე აღარ ტყვევდება სტანდარტებში, არამედ თავისუფალია  ვწერთ ისტორიას, სადაც საჭიროებები მხარდაჭერილია ყველაზე უფრო შემოქმედებითი გზით - ვარდისფერი სივრცე Pink Space • ვარდისფერი სივრცე- სადაც უანგაროდ ზიარდება ძალა, რწმენა და იმედი, სადაც “ბრუნდება” სიცოცხლის სურვილი და ხშირად, ცხოვრება უკეთესიც კი ხდება - იარსებებს ამაყად და ღირსეულად უამრავი ადამიანის მხარდასაჭერად. მადლობა, რომ მოხვედით, მადლობა, რომ გესმით თქვენთან ერთად ეს დღე ღონისძიებიდან - იქცა მოძრაობად - რომელიც ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ !,“ - ემოციებს ვერ მალავს  კავკასიის ონკოსაზოგადოება „HOPE”-ს დამფუძნებელი ხათუნა ჭინჭარაშვილი.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ სასტუმრო  „პულმან თბილისის აქსის თაუერსი“, მეღვინეობა „პირველი“, ლა კლინიკი საერთაშორისო აკადემია, სტომატოლოგიური კლინიკათა ქსელი „ესკულაპი“, კლინიკა „პირველი“ და სხვა.

„სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი “ესკულაპი” უკვე თითქმის ერთი წელია, რაც “ევრობა დონა საქართველოსთან” და “ჰოუფთან” თანამშრომლობს. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ აღგვენიშნა “ესკულაპის” 23 წლის იუბილე ისე, რომ ეს სხვებისთვის “სასარგებლო” და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. 14 ოქტომბერი არის “ესკულაპის” დაბადების დღე და ვინაიდან სწორედ ედ თვე-“ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში აღინიშნება, გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ანა მაზანაშვილს და კლინიკის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, უამრავი ქალბატონისთვის გაგველამაზებინა ღიმილი, რადგან ჩვენი კლინიკის ლოზუნგიც ეს არის #ღიმილიმნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩვენებას, ეს არ იყი მხოლოდ პოდიუმზე გავლა და კაბის მორგება, ეს იყო გზავნილი ჩვენი კლინიკის მხრიდან მხარდაჭერის, იმედის და ერთიანობის. “ესკულაპი” შეუერთადა ამ საქველმოქმედო კამპანიას და ამით მაგალითი მისცა სხვებსაც, რომ ამ ქალბატონებს სჭირდებათ მხარდაჭერა. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბევრი მათგანი სწორედ ჩვენი კლინიკის “ესკულაპის” პაციენტია და ჩვენ ერთად ვზრუნავთ მათი ღიმილის გალამაზებაზე! - განმარტავს  სტომატოლოგიურ ქსელ “ესკულაპის” დამფუძნებელი ნინო გურული. 


შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში „ევროპა დონა საქართველო“ კავკასიის ონკოსაზოგაოდოება H.O.P.E-თან ერთად ეხმარება და ახდენს სხვა პაციენტების მოტივირებას, იცავს მათ უფლებებს დიაგნოზის დასმიდან და იბრძვის მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის განახორციელეს უამრავი კამპანია საზოგადოებაში კიბოს პაციენტების სტიგმის დაძლევის მიმართულებით. ფლეშმობის, ექსკლუზიური ფოტოსესიების, შთამაგონებელი ვიდეოების, სამაგალითო სატელევიზიო გადაცემებისა და მრავალი ბლოგის შემდეგ, ორგანიზაციის წევრების სურვილია გრანდიოზული ღონისძიების ჩატარება. 


„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული დიაგნოზით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-s მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ დიაგნოზიდან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.
საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ დიაგნოზით, წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

"ევროპა დონა" ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.
კავკასიის ონკოსაზოგადოება „პოუფი“ - წარმოადგენს ონკოლოგიური პაციენტების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აქტიურად მოქმედ სივრცეს ამიერკავკასიაში, სადაც ბენეფიციარები არიან ნებისმიერი სიმსივნის მქონე პაციენტები და არა ერთი, რომელიმე კონკრეტული ტიპის. „ჰოუფის“ მიზანია ონკოპაციენტებს გაუადვილოს მკურნალობის პერიოდი, აჩვენოს მათ, რომ კიბო განაჩენი არ არის. ხელი შეუწყოს ონკო -დაავადებების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მსხვრევას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას.