შემოდგომისთვის დამახასიათებელი პრაქტიკა - ფოთლების დაწვის ფაქტები შემცირებულია, ამავდროულად გაზრდილია მიმართვიანობა ზედამხედველი ორგანოსადმი. ამის შესახებ გარემოსდაც
ვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ.
მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ უწყების ეკიპაჟები 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ, განსაკუთრებული მონიტორინგი კი რეგიონებში ტარდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარია.
ხანძრის გაჩენის საფრთხის გარდა ფოთლების დაწვა ტოქსიკური გაზების გამოყოფას იწვევს.
სპეციალისტების თქმით, ამ პროცესში გამოფრქვეული ნახშირორჟანგი (CO₂), ნახშირჟანგი (CO) და სხვა ნივთიერებები, ასევე მტვრის ნაწილაკები იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ასთმას და სხვა სასუნთქი სისტემის დაავადებებს.
წვისას ასევე გამოიყოფა დიოქსინები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (PAHs) – ეს ნივთიერებები კი კანცეროგენულია, ანუ ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
ფოთლების კვამლი შეიცავს ისეთ მავნე ნაერთებსაც, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის, რადგან მათი ფილტვები უფრო მგრძნობიარეა.
გარემოს დაცვის სპეციალისტების რჩევაა, ფოთლების დაწვის ნაცვლად, ისინი ბუნებრივ სასუქად ვაქციოთ. ამისთვის კი საჭიროა მოხდეს მწვანე ნარჩენის კომპოსტირება, ანუ ორმოში, ან სპეციალურად შექმნილ მოწყობილობაში მოთავსება.





