2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი შინამეურნეობა ჯანდაცვაზე თვეში საშუალოდ 126,7 ლარს ხარჯავდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, შარშან ეს ხარჯი 121,1 ლარს შეადგენდა.
სამომხმარბლო ხარჯების განაწილების თვიური სტატისტიკა ერთ შინამეურნეობაზე 1 252 ლარს შეადგენს, სამომხმარებლო ფულადი ხარჯები - 1 158,1 ლარს. აქედან ყველაზე დიდი წილი - 448,1 ლარი
მოდის ჯგუფზე, რომელშიც სურსათი, სასმელი და თამბაქოს ნაწარმი ერთიანდება. ტრანსპორტზე გაწეული ხარჯები 129,2 ლარს შეადგენს, განათლებაზე 33,1 ლარს, ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა სათბობზე - 138,2 ლარს,
გასული წლის მონაცემებით, მოსახლეობამ ჯანდაცვაზე ჯამში 142,5 მილიონი ლარი დახარჯა. შარშან ეს მაჩვენებელი 133 მილიონი იყო.