საქართველოს სამზარეულო მდიდარია მრვალფეროვანი კერძებითა და სხვადასხვა კუთხვისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშებით. არსებობს კერძები, რომელსად მხოლოდ ერთ, კონკრეტულ მხარეში ამზადებენ. თუმცა, ქართულ სამზარეულოში გვხვდება ისეთი კერძებიც, რომლის ძირითადი ინგრედიენტები და დასახელება უცვლელია, თუმცა მხარეებში მას სხვადასხვა ტექნოლოგიით ამზადებენ.
ასეთი ქართული კერძი არის ხაჭაპური, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული დამატებითი ინგრედიენტებით ამზადებენ.
ხაჭაპურმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა და ის ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ქართული კერძი გახდა.
რესტორან ,,პური და ღვინოს“ მენიუში ხაჭაპურის მრავლფეროვანი არჩევანია. გემოვნური თვისებებით როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე ტურისტები აღნიშნავენ, რომ Best Khachapuri in Tbilisi, სწორედ ,,პური და ღვინოში“ ცხვება. ,,Bread&Wine“-ის განუყოფელი ნაწილი გახდა ციფრული მარკეტინგი. მისი მეშვეობით გახდა რესტორანი ტურისტების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში.
როგორც ქართულ სამზარეულოში, ასევე ,,პური და ღვინოს“ მენიუში შეხვდებით იმერულ, აჭარულ, ლაზურ და მეგრულ ხაჭაპურს.
- იმერული ხაჭაპური
იმერული ხაჭაპურის მომზადებისას, ,,პური და ღვინოს“ მზარეულების მთავარი საიდუმლო, ცომზე ბევრი ყველია. ისევე როგორც იმერლებს, რესტორნის მზარეეულებს იმერული ხაჭაპურის გამოცხობისას ყველი არასდროს ენანებათ.
- მეგრული ხაჭაპური
მეგრული ხაჭაპური გემოვნური თვისებებით ძალიან ჰგავს იმერულ ხაჭაპურს. მათში ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ მეგრულ ხაჭაპურს ზემოდან გახეხილი ყველისა და კვერცხის ნარევს უსვამენ და ღუმელში ისე აცხობენ. ,,პური და ღვინოს“ მზარეულები მეგრულ ხაჭაპურსაც ტრადიციების დაცვით ამზადებენ, რომლის მიხედვითაც, ცომი ძალიან ფაფუკი უნდა იყოს, ზემოდან მოთავსებული ყველის მასა კი ხრაშუნა.
- აჭარული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპურის ცომს ნავის ფორმა აქვს, შუა გულში ის ჩაღრმავებულია და მასში მოთავსებულია დიდი რაოდენობით ყველი. ,,პური და ღვინოს“ მზარეულები სუფრაზე მირთმევამდე ხაჭაპურს ტრადიციულად, ზევიდან გატეხილ კვერცხსა და კარაქის ნაჭერს უმატებენ.
- ლაზური ხაჭაპური
ლაზური ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო მისი ცომის რამდენჯერმე გადაზელაა. სწორედ ამ უკანასკნელი ხერხის მეშვეობით გამოდის ლაზური ხაჭაპურის ცომი უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი. ,,პური და ღვინოს“ მზარეულები გამომცხვარ ხაჭაპურს ზევიდან დაჭრილი ყველის ნაჭრებს ალაგებენ და ცოტახნით ისევ საცხობ ღუმელში აბრუნებენ. ყველის ნაჭრების გადნობის შემდეგ კი ხაჭაპურს სუფრაზე მისატანად ამზადებენ.
,,პური და ღვინოს“ რესტორანში ხაჭაპურის კიდევ ერთი სახეობის, შამფურზე გამომცხვარი ხაჭაპურის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ღუმელში მომზადებული ხაჭაპურისგან განსხვავებით, შამფურზე გამომცხვარი ხაჭაპური სპეციფიური, შებოლილი გემოთი გამოირჩევა.
ხაჭაპური და ღვინო
ტრადიციულად, წარმოუდგენელია ნებისმიერი ქართული კერძი, ღვინის გარეშე. Restaurant ,,პური და ღვინოში“ როგორც წითელი, ასევე თეთრი ვაზის ჯიშის მარცვლებისგან დამზადებული ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მენიუში ღვინო ფერის გარდა, მისი გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება. რესტორანში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გასინჯონ როგორც ტკბილი, ასევე ნახევრად ტბილი, მშრალი, ნახევრად მშრალი და კლასიკური ღვინოები.
რესტორნის მენიუს ჩამონათვალში თქვენს ყურადღებას სახლში მომზადებული ღვინოების მრავალფეროვნებაც მიიქცევს.