შევთანხმდით იმაზე, რომ რეფორმები, რაც დაიწყო, თავისი არსით სწორია, თუმცა, ამავე დროს, რეფორმას გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ახლავს, რაც უნდა გამოსწორდეს.

ამის შესახებ „ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრსა და სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გუშინ მარართული შეხვედრის კომენტარისას განაცხადა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ რეფორმები, რაც დაიწყო, თავისი არსით ძალიან სწორია, მაგრამ ყველა ტიპის რეფორმას აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. უნდა დავინახოთ, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები ნაკლებად მტკივნეული იყოს. 
სამწუხაროდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო და ახალ ველოსიპედს არ მოვიგონებ, თუ ამას ვიტყვი.  ერთ თვეში, რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, უკვე იმდენჯერ იყო შეხვედრა სექტორთან, ამდწენჯერ ბოლო 4 წლის განმავლობაში შეხვედრა საერთოდ არ ყოფილა. ამიტომ, ძალიან სწორია, რომ მოსმენა დაიწყო. მოსმენას თუ დაიწყებ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სწორ დასკვნებს გააკეთებს ის, ვინც პოლიტიკას გეგმავს. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც მივიღეთ,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.