საქართველოში სწრაფი რეაგირების მობილური ლაბორატორიების სრულმასშტაბიანი რეგიონთაშორისი საველე სწავლება-სიმულაცია გაიმართა.
ღონისძიება კაჭრეთში ჩატარდა. მისი მიზანია, გაძლიერდეს ქვეყნების მზაობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებზე რეაგირებისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს წითელი ჯვარი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციაა.
ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სიმულაციური სავარჯიშოს მესამე ეტაპია. პირველი ეტაპი ბერლინში ჩატარდა, რომელიც უფრო თეორიულ ხასიათს ატარებდა; მეორე სტამბოლში გაიმართა და ფართომასშტაბიან საველე სამუშაოს სახე ჰქონდა. საქართველოში კი გაიმართა საველე სიმულაციური სამუშაოები, რომელსაც უფრო შემაჯამებელი ფუნქცია აქვს.
მასში მონაწილეობდა 25 ქვეყანა და სწრაფი რეაგირების 6 მობილური ლაბორატორია.
მონაწილეები აღიჭურვნენ შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით, რათა სწორად შეფასდეს სწრაფი რეაგირების მობილური ლაბორატორიების ოპერაციული სტანდარტული პროცედურები, მათ შორის, საველე სიტუაციებში კოორდინაცია და სამოქმედო/ფუნქციური თავსებადობა. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მსოფლიოში სწრაფი რეაგირების მობილური ლაბორატორიების მზაობის გაუმჯობესების მნიშვნელობას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების პროცესში.
სწრაფი რეაგირების მობილური ლაბორატორიები ცალკეული დიაგნოსტიკური მოდულებისგან შედგება და მოიცავს
სხვადასხვა მოწყობილობებს, პროცედურებს, სახარჯ მასალებსა თუ ექსპერტიზას, რაც კონკრეტული მისიის შესრულებისთვისაა საჭირო.
ეს ლაბორატორიები სწრაფად რეაგირებენ და მოქმედებენ, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა იქმნება, მაგალითად, ინფექციური დაავადებების აფეთქება, ბუნებრივი კატასტროფების შემდგომი პერიოდი, კრიზისი ლტოლვილებთან დაკავშირებით და ა.შ. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საგანგებო შემთხვევებზე რეაგირებისა თუ მონიტორინგის კუთხით და მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ.
სხვადასხვა ტიპის მობილური ლაბორატორიების საშუალებით შესაძლებელია, მაგალითად, კლინიკური დიაგნოსტიკა პათოგენების აღმოჩენა და იდენტიფიცირება, სეროპრევალენტობის კვლევა, გენომის
ანალიზი თუ საფრთხეების გამოვლენა.
.
სწრაფი რეაგირების მობილური ლაბორატორიების ქსელის ისტორია დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო, როცა
ევროპულმა ორგანიზაციებმა ერთობლივად დაიწყეს მინიმალური სტანდარტების შემუშავება. ეს სტანდარტები შემდგომი საქმიანობის და ქსელის გლობალურ დონეზე გაფართოების საფუძველი გახდა.