დღეს ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები 100 % - ით ფინანსდება.

მედიკამენტებს სახელმწიფო ცენტრალიზებულად (ფარმაცევტულ კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით) ყიდულობს. 

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 

ფარგლებში?

პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.

ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში.  ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


პროგრამაში
 ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებიაპსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი, იმპექსი

მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი  >>>   იხილეთ აქ  

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.