საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუმჯობესებული, 9-კომპონენტიანი აცრებით დაიწყო. მანამდე 4-კომპონენტიანი ვაქცინა გამოიყენებოდა. შესაბამისად, ახალი ვაქცინები ვირუსის უფრო მეტი შტამისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად იმნაძე ვაქცინას ასახელებს. ჯანდაცვის მინისტრი კი მოუწოდებს  მოსახლეობას გამოიყენონ შესაძლებლობა და უკვე 9 კომპონენტიანი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრით უფასოდ აიცრან. გარდა ამისა, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ დაივიწყონ სკრინინგი - სხვადასხვა სახის სიმსივნეზე პროფილაქტიკური კვლევები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ასევე უფასოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ რომ მსოფლიოს უკვე აქვს პრეცედენტი, როცა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციამ საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისგან გარდაცვალების შემთხვევები გაანულა. 

მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, 1995 წლის შემდეგ დაბადებულ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო არ განვითარებულა. ჯანმოში აცხადებენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ქალებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ მომავალი საშვილოსნოს ყელის კიბოს გარეშე.