ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მისი ონკოლოგიური სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დარეგისტირებული იქნება კიბოს 35 მილიონი ახალი შემთხვევა, რაც 2022 წელთან შედარებით  77%-იან ზრდას ნიშნავს.

სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ჯანმო აცხადებს, რომ ფილტვის სიმსივნე მსოფლიოში კიბოს ყველაზე გავრცელებულ სახეობად იქცა და მასზე კიბოს ახალი შემთხვევების 12,4% მოდის.

მეორე ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში (11,6%), რომელსაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მოსდევს. 
რაც შეეხება გენდერულ კუთხეს, ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ძუძუს კიბოა, კაცებში კი - ფილტვის.

კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირის პრეზიდენტის კერი ადამსის განცხადებით, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში არსებული მიღწევების მიუხედავად, კვლავ რჩება განსხვავებები კიბოს მკურნალობის შედეგებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის. ეს განსხვავება კი შემოსავლებზეა დამოკიდებული.