კანაბიდიოლის მწარმოებელი კომპანიების აქციები იზრდება. ეს ტენდენცია მას შემდეგ შეინიშნება, რაც პრეზიდენტ ტრამპის სოციალურ ქსელებში გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც ის ჯანმრთელობისთვის კანაბიდიოლის სარგებელზე საუბრობს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანაბიდიოლს შეუძლია „რევოლუციის მოხდენა ხანდაზმული ადამიანების ჯანდაცვაში“, რადგან ის ხელს უწყობს დაავადებების პროგრესის შენელებას. ტრამპი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ ნივთიერების შეთავაზება რეცეპტური პრეპარატების ალტერნატივის სახით. აგვისტოს დასაწყისში შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს პრეპარატის რეკლასიფიკაციას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობების შერბილება. აღნიშნული ცნობების გავრცელების შემდეგ, ამერიკულ ბირჟაძე Canopy Growth-სა და Tilray Brands-ის აქციები 20%-ით გაიზარდა, Cronos-ს აქციებმა კი 13%-ით მოიმატა.
კანაბიდიოლი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ქიმიური ნაერთი, რომელიც კანაფის მცენარეში გვხვდება. ის მიეკუთვნება კანაბინოიდების ჯგუფს და განსაკუთრებით გავრცელებულია სამკურნალო და თერაპიული დანიშნულებით.ეს ნივთიერება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, მოქმედებს როგორც ანალგეტიკი.
ტრამპი სამედიცინო კანაფის წარმოებას მხარს უჭერს - მისი განცხადების ფონზე, კომპანიების აქციები იზრდება

1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად ჩამოერთმევათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა გახდება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ მიმდინარე წლის 25 ივნისს გახდა ცნობილი, როცა პრემიერმა ასევე დააანონსა ჩანაცვლებითი თერაპიის მთლიანად სახელმწიფოს მართვის ქვეშ გადატანა. ეს უკანასკნელი რეგულაცია უკვე ძალაშია და, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, პირველი ეტაპი წარმატებულია. რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულების კერძო კომპანიების ხელში ყოფნის გამო, ეს სექტორი ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაციის მოხმარების წახალისებითაა დაინტერესებული.„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბირჟებზე პარასკევის ვაჭრობა ევროპული აქციების ზრდით გაიხსნა, რადგან ინვესტორებმა თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო პოლიტიკის უახლესი განცხადებები შეაფასეს.საერთოევროპული ინდექსი Stoxx 600 ვაჭრობის დაწყებიდან მალევე 0.4%-ით გაიზარდა, სექტორების უმეტესობა დადებით ტრენდს აჩვენებს. გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხაა, რომ 1 ოქტომბრიდან აშშ-ში ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი 100%-იანი გადასახადით დაიბეგრება. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამერიკაში საწარმოო ობიექტებს ააშენებენ — თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე დაწყებული ექნებათ ქარხნების მშენებლობა.მანამდე ტრამპი მედიკამენტების იმპორტზე 200%-იანი ტარიფებით იმუქრებოდა. კომპანიები Galderma (-1.6%), Zealand Pharma (-2%) და Novo Nordisk (-1.4%), პარასკევს დილით ევროპის ფარმაცევტული სექტორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე კომპანიებს შორის იყვნენ. თუმცა, ტრამპის განცხადებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა შეარბილეს ნეგატიური მოლოდინები ახალი ტარიფების გავლენაზე ფარმაცევტულ სექტორზე.„პოტენციური 100%-იანი ტარიფის თავიდან აცილება შესაძლებელია აშშ-ში წარმოების გაძლიერებით,“ – ნათქვამია განცხადებაში – მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია, ჩვენ კვლავ ვთვლით, რომ ტარიფების საერთო გავლენა მაღალი კაპიტალიზაციის მქონე პროდუქტებზე მართვადია.“ხუთშაბათს, ევროპის საფონდო ბირჟები აქციების კლებით დაიხურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების დაწყების შესახებ სამედიცინო მოწყობილობების იმპორტთან დაკავშირებით. ამან კი, შესაძლოა, შემდგომი ტარიფების დაწესება გამოიწვიოს.აზიაში კი ფარმაცევტული კომპანიების აქციები ერთ ღამეში გაუფასურდა, რითიც ინვესტორებმა რეაგირება მოახდინეს სექტორზე აშშ-ის მხრიდან ტარიფების მოსალოდნელ დაწესებაზე.
აუტიზმთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები და FDA-ს გადაწყვეტილება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ რეზონანსულ თემად იქცა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებით, აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას 20 წელია ელოდება.„ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი 100 პროცენტით გარკვეულია, თუმცა ვფიქრობ, დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ“, – თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ „ტაილენოლის“ მიღება, რადგან, შესაძლოა, მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში, ჯანდაცვის მინისტრ რობერტ კენედი უმცროსთან ერთად გააკეთა.აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ 2000 წლის შემდეგ აუტიზმის მაჩვენებელი 400 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტამოლი“.საკითხს ეხმაურება ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემა Nature-ი. მას მოჰყავს სტოკჰოლმის კაროლინკას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის და ამ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის ავტორის ვიქტორ ალკვისტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ამ პრეპარატსა და აუტიზმს შორის კავშირის დადგენა რთულია. მისი განმარტებით, პრეპარატი ურეცეპტოდ იყიდება, ამიტომ მისი მიღების ბევრი შემთხვევა სამედიცინო ბაზებში დაფიქსირებული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ მკვლევრები პაციენტების მონათხრობს ეყრდნობიან, რაც შესაძლოა, არასაიმედო იყოს. ალკვისტის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოყენებულ იქნა თითქმის 2,5 მილიონი ბავშვის მონაცემები, რომლებიც შვედეთში 1995 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში დაიბადნენ. მეცნიერმა ასევე გამოიყენა ქვეყნის სამედიცინო დოკუმენტაცია ორსულებში აცეტამინოფენის დანიშვნის შესახებ და იმის თაობაზე, დაუდგინდათ თუ არა ასეთი ქალების შვილებს მოგვიანებით აუტიზმი. კვლევის შედეგები ასეთია: იმ ბავშვების 1,42%-ში, რომლებმაც მუცლად ყოფნის პერიოდში აცეტამინოფენის ზემოქმედება განიცადეს, აუტიზმი დადასტურდა. 1,33% იყო ეს მაჩვენებელი იმ ბავშვებში, რომელთა დედებსაც ორსულობისას ეს პრეპარატი არ დაულევიათ. შესაბამისად, სხვაობა, ალკვისტის შეფასებით, „ძალიან უმნიშვნელოა.“მეტი სიზუსტისთვის მკლევრებმა ასევე ერთმანეთს შეადარეს დედმამიშვილები, რომელთაგან ერთმა განიცადა აცეტამინოფენის ზემოქმედება, მეორემ კი - არა. მათ საერთო გენეტიკა და აღზრდის ერთნაირი პირობები აქვთ, ამიტომ რომელიმე მათგანში აუტიზმის გამოვლინება, ლოგიკურად, პრეპარატის ზემოქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ მეთოდის გამოყენების შედეგადაც, ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი აცეტამინოფენის მიღებასა და აუტიზმს შორის. ამ მედიკამენტსა და აუტიზმს შორის კავშირის დადგენას მიეძღვნა კიდევ ერთი მასშტაბური კვლევა, რომელიც იაპონიაში ჩატარდა და რომელშიც 200 ათასამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კვლევის მეთოდი ასევე ემყარებოდა დებისა და ძმების შედარებას. ორსულობაში აცეტამინოფენის მიღებასა და აუტიზმს შორის კავშირი ვერც ამ კვლევამ გამოავლინა. არსებობს თუ არა კვლევები, რომლებიც ამ პრეპარატსა და აუტიზმს შორის კავშირზე მიუთითებს?ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ჟურნალ Environmental Health-ში აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც მსგავსი კავშირის არსებობის დაკვნამდე მივიდა. თუმცა მეოთხე კვლევა ამბობს, რომ აცეტამინოფენის მუცლადყოფნის პერიოდის ზეგავლენა დიდი ალბათობით არ იწვევს აუტისტური სპექტრის დარღვევების რისკების კლინიკურად მნიშვნელოვან ზრდას. „არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება ან კვლევა, რომელიც დაადასტურებდა რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, და ნებისმიერი საპირისპირო შედეგები არის დაუსაბუთებელი, არასაკმარისად დასაბუთებული და არაა გამყარებული ყველაზე სანდო მეთოდებით,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მონიკ ბოტამ. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი, სანდო სამეცნიერო მონაცემები ნათლად მიანიშნებს, რომ აცეტამინოფენის მიღება არ იწვევს აუტიზმს,“ - განაცხადა ტაილენოლის მწარმოებელი კომპანიის Kenvue Inc-ის წარმომადგენელმა.

სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის Medhub-ის ხელმძღვანელის, ოთარ კლდიაშვილის ინფორმაციით, სფეროში კლინიკებთან თანამშრომლობის მთავარ გამოწვევად ფინანსური დისციპლინის ნაკლებობა რჩება.როგორც ოთარ კლდიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, დარგში ყველაზე დიდი პრობლემა სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაა, რაც ხშირად სასამართლო დავამდე მიდის.ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკების უმრავლესობა ცდილობს, რამდენიმე თვის პროდუქციის თანხა არ გადაგიხადოს და თავად დაიტოვოს."ძალიან რთული სფეროა - კომპანია რომ გაქვს და დისტრიბუციას აკეთებ, ცხადია, პროდუქციის გაყიდვა გიწევს, მერე ზოგიერთი თანხას არ გიხდის. ჩხუბი გიწევს, მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა კონკურენტმა კომპანიამ კლინიკას 300 000 ლარის პროდუქცია მიუტანა, შემდეგ კი თანხა არ გადაუხადა. რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესი გაიმართა და აღნიშნულ კლინიკას თვეში 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამ შემთხვევაში კომპანიას აკოტრებ. აღნიშნული მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს - ერთია პროდუქციის გაყიდვა და მეორეა აღნიშნული თანხის ამოღება. კლინიკებთან ადრეც გვქონდა მსგავსი პრობლემები ახლა არ დაწყებულა, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ხაზი ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება.გამოსავალს რაც შეეხება - ამ ყველაფერს კანონი უნდა არეგულირებდეს, რომ მსგავსი შედეგისგან უფრო დაცული ვიყოთ. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხსნიან კომპანიას, გარკვეულ ვალს იღებენ, შემდეგ აღნიშნულ კომპანიას აკოტრებენ და ისევ ახალს ობიექტს ხსნიან. კომპანიის გახსნა ადვილი არ უნდა იყოს", - აღნიშნავს ოთარ კლდიაშვილი.ამასთან, ოთარ კლდიაშვილი უშუალოდ პროდუქციის გაყიდვები შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ Medhub-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში სტაბილურ ბიზნესგარემოსა და ახალი ბიზნესს ობიექტების გახსნის ტენდენციას უკავშირდება."ქვეყანაში აქტიურად იხსნება სამედიცინო დაწესებულებები, სააფთიაქო ქსელები, რესტორნები და სასტუმროები. ობიექტების მატება პირდაპირ აისახა ჩვენი გაყიდვების ზრდაზეც. ადგილობრივ ბაზარზე პირბადეები, ქუდები, ბახილები, წინსაფრები, ერთჯერადი ვინილის და პოლიეთილენის ხელთათმანები შემოგვაქვს. ნედლეულს რაც შეეხება, ჩინელი პარტნიორები მყავს. ვთანამშრომლობთ გადამყიდველებთან, კლინიკებთან, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ნედლეულს კერძო ბიზნესებს ვაწვდით (რესტორანი, სასტუმროები, კვების სწრაფი ობიექტები). კლინიკების წილი მთლიანი გაყიდვების 20%-ია, 40 გადამყიდველებს უჭირავს, დანარჩენი რაოდენობა კი კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე მოდის. მაგალითად, არც ერთი მაღალი დონის რესტორანი შიშველი ხელით არ მუშაობს, არაჰიგიენურია, შესაბამისად, ხელთათმანები სჭირდებათ", - აცხადებს ოთარ კლდიაშვილი.სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი რეგიონალური ბაზრების კუთხით გაფართოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით წინსვლა რთული საკითხია, რადგან მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთში სამედიცინო სახარჯო მასალები უკვე კონკრეტულ კომპანიებს აქვთ "ოკუპირებული" .სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის Medhub-ი ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია ოპერირებს. კომპანიის ოფისი და საწყობი თბილისში მდებარეობს, სამედიცინო სფეროს ობიექტზე 10 თანამშრომელია დასაქმებული.bp.ge
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ამერიკული საერთაშორისო ფონდის “The Stirling Foundation“-ის დამფუძნებლებს შეხვდა
„არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს აუტიზმსა და ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენებას შორის კავშირს“ - ჯანმოს მორიგი განმარტება
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს
პირველადი ჯანდაცვა, თანამედროვე ტექნოლიგიები - რა საკითხებს შეეხო მინისტრი ნიუ-იორკში, სიტყვით გამოსვლისას