აჭარაში სტომატოლოგიური მომსახურების ბენეფიციართა რაოდენობა გაფართოვდა.
საუბარია სერვისებზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უფინანსებს.
სამინისტრომ გააფართოვა მოსარგებლეთა არეალი და დაფინანსებით უკვე სარგებლობენ 18-დან 30 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს. მანამდე, სტომატოლოგიური მომსახურება მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს უფინანსებოდა.
პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, როგორიცაა პირის ღრუს სანაცია, თერაპიული და ქირურგიული მომსახურება.
დღემდე, პროგრამით 900-მდე პირმა ისარგებლა.





