მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი, შესაძლოა სრული დაბრმავება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება დიაბეტსა და სიბერეს.

პრობლემა ასაკის მატებასთან ერთად მატულობს.  გლობალურად, მხედველობის დარღვევების და სიბრმავის ძირითადი მიზეზებია მხედველობის სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის: ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, კატარაქტა, დიაბეტური რეტინოპათია, გლაუკომა, არაკორეგირებული რეფრაქციული მანკები და სხვა. როგორც ყველა დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების გაგება, სათანადო მონიტორინგი, დაავადების განვითარების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა მხედველობის შენარჩუნების მთავარი ფაქტორებია.

ვაბისმო (ფარისიმაბი) - ახალი სიტყვა ოფთალმოლოგიაში.  ბადურის დაავადებების სამკურნალო პირველი  ბისპეციფიური პრეპარატი,  უკვე საქართველოს ბაზარზეა.

ვაბისმო (ფარისიმაბი), ბადურის დაავადებების სამკურნალო პირველი და ერთადერთი ბისპეციფიური ანტისხეულია, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების განვითარებაში მონაწილე ორი გზის ბლოკირებას. პრეპარატი ნაჩვენებია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების სამკურნალოდ, რომლებიც მხედველობის კარგვის ძირითადი მიზეზია  და  მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე მეტს აღენიშნება. 

ბადურის დაავადებებთან ასოცირებული მხედველობის დაქვეითება, კარგვა და მისი  მართვა საქართველოშიც მიღწევადია. როგორც ექიმი ოფთალმოლოგი თეკლა მამაგეიშვილი განმარტავს, ბადურის დაავადებები ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია მხედველობის გაუარესების კუთხით და ბადურაზე მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი ვლინდება მხედველობითი ფუნქციის გაუარესებით.

„ასზე მეტი დაავადება ვიცით ჩვენ და ცნობილია ბადურის დაავადებებიდან  მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რომელიც იწვევს მხედველობის დაქვეითებას მის სრულ დაკარგვამდე რათქმაუნდა როცა ის არის არანამკურნალები შემთხვევა.

ეს არის ორი ძირითადი დაავადება მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტიოფატია. მაკულის ასოკობრივი დეგენერაცია თვითონ სახელიც მიგვანიშნებს რომ უშუალო კავშირიშია ასაკთან და ეს პროცესი კავშირშია ფიზიოლოგიური დაბერების პროცესთან. გხვდება პაციენტებში რომელიც ძირითადად 50 – 55 წელს გადაცილებულები არიან. პროცესი მიმდინარეობს ბადურის  შრეების დეგენერაციული ცვლილებებით ახალი სისხლ-ძარღების არასრულფასოვანი სისხლ-ძარღვოვანი ქსელის ჩამოყალიბებით რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხედევლების პროგრესირებად გაუარესებასთან.“

დაავადების ახალი სამკურნალო საშუალება  შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშის“ კიდევ ერთი უახლესი მიგნებაა ოფთალმოლოგიურ სფეროში. თვისებრივად მედიკამენტი კურნავს ორ დაავადებას - ასაკობრივ  მაკულარულ დეგენერაციას და დიაბეტურ რეტიოპათიას, რომელიც ოფთალმოლოგიურ პათოლოგიებში სიბრმავის გამომწვევ,  წამყვან  მიზეზებად ითვლება. შესაბამისად ფარისიბამი ხსნის კარს ახალი რეალობისკენ, რომელიც პაციენტებს შეუმსუბუქებს ყოფას და გაუუმჯობესებს მხედველობას.

ზოგადად ოფთალმოლოგების მისამართით, პაციენტები ძალიან ხშირად სვამენ შეკითხვებს „როდიდან იჩენს თავს ბადურის პრობლემები და რა არის სიბრმავის მაპროვოცირებელი მიზეზები? რომელი ასაკია ყველაზე კრიტიკული?  ამ კითხვებს ექიმი ოფთალმოლოგი თეკლა მამაგეიშვილი  პასუხობს:

ბადურის დაავადებები ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია მხედველობის გაუარესების კუთხით და ბადურაზე მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი ვლინდება მხედველობითი ფუქნციის გაუარესებით. ზოგადად, ბადურის დაავადებებიდან, ჩვენთვის ასზე მეტი დაავადება არის ცნობილი, თუმცა  ყველაზე  მნიშვნელოვანი, რომელიც იწვევს მხედველობის  დაქვეითებას, მის სრულ დაკარგვამდე, ასეთი სახის ორი ძირითადი პათოლოგიაა; მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტიოპათია. მაკულის ასოკობრივი დეგენერაცია - თავად სახელიც მიგვანიშნებს, რომ უშუალო კავშირიშია ფიზიოლოგიური დაბერების პროცესთან ამიტომ აუცილებელია, მხედველობის მონიტორინგი, რათა ადრეული დიაგნისტიკით  მოხდეს  ხსენებული პათოლოგიების არიდება. სწორედ, ამ პრაქტიკის დასანერგად და  პაციენტებში ცნობიერების ასამაღლებლად, კომპანია „როშ ჯორჯია“ აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „სულ რომ გვხვედავდე“.

ჩვენ არამხოლოდ ინოვაციური პრეპარატები შემოაქვს საქარველოში, არამედ  საინფორმაციო კამპანიებსაც აწარმოებს და ამ კამპანიის მიზანიც გახლავთ, ის რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია  თვალის დაავადებების, კერძოდ  ბადურის დაავადებების და მათი მიმდინარეობის სიმპტომების ადრეული  დიაგნოსტიკის შესახებ,  რათა დროულად მოვახდინოთ ამ დაავადებების გამოვლენა და ჩავატაროთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა“ - გვითხრა 

კომპანია „როშ ჯორჯიას“ ოფთალმოლოგიის ეკოსისტემის პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ.

 

და მაინც, კითხვაზე, თუ როგორ შეუმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას მედიკამენტი? როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, აღნიშნული დაავადებები ქრონიკული სახისაა. შესაბამისად,  პაციენტებს მუდმივად ესაჭიროებათ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ბადურის ამ დაავადებების სამკურნალოდ ძირითადი  მკურნალობის მეთოდი, კერძოდ, თვალშიდა ინექციები.

„ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და აღენიშნებათ  ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების გამო მხედველობის დაქვეითება, ვაბისმოს საქართველოს ბაზარზე რეგისტრაცია, ნიშნავს ნაკლები თვალშიდა ინექციების გამოყენებით მხედველობის გაუმჯობესებას ან შენარჩუნებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადებების ტვირთს და უკეთესობისკენ შეცვლის პაციენტების ცხოვრებას“.