ესთეტიკური მედიცინის აპარატურის იმპორტიორი კომპანიის "იუს ქეას" დამფუძნებლის რატი  ბერიანიძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულების ტექნიკის მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ყველაზე მოთხოვნადი სხეულის კორექციის და თმის მოცილების აპარატურაა.

"ჩვენ გვაქვს მარაგი როგორც აპარატურის, ასევე სათადარიგო ნაწილების. ასევე, საინჟინრო მომსახურებას ვუწევთ არა მხოლოდ ჩვენს აპარატებს, არამედ ყველა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს.

მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდის "ზიმერის" ოფიციალური წარმომადგენლები ვართ სხეულის კორექციის აპარატების მიმართულებით, ასევე ფრაქციული ლაზერების - "ინტერ მედიკის" ოფიციალური წარმომადგენლები ვართ და ასევე, "დიო მედიქალის". აპარატურასთან ერთად გვაქვს პრეპარატები, მათ შორის, ფილერი.

ბაზარზე ყველა სეგმენტის მომხმარებელია. არიან, ისეთი მომხმარებლები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ფასზე და არიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე. თუმცა საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე შეძლებისდაგვარად კარგ ფასში საუკეთესო ხარისხი უნდათ. აპარატურის ფასი 10 000 დოლარიდან და 200 000 ევრომდე მერყეობს. 200 000 ევროს ღირებულების აპარატურა საქართველოში მხოლოდ ერთი გავყიდეთ, ძირითადი მოთხოვნა 50-60 ევროს ღირებულების პროდუქციაზეა", - აცხადებს რატი ბერიანიძე.

ცნობისთვის, "იუს ქეა" ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. კომპანია ტექნიკის იმპორტთან ერთად, მომხმარებლებს საინჟინრო მომსახურებას და პრეპარატებს სთავაზობს.

bp.ge