8 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში, წინა 28 დღესთან შედარებით, კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევები 47%-ით შემცირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 38%-ით. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ჯანმოს საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, 4 კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაინფიცირების 1,7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10463 ადამიანი.

დაინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა სამხრეთ კორეა, მას მოსდევს ავსტრალია, ბრაზილია, საფრანგეთი და აშშ.

7 ივნისის მონაცემებით, ჯამში მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 767 750 853 და გარდაცვალების 6 941 095 შემთხვევაა დადასტურებული. თუმცა, ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა სულ მცირე 20 მილიონია.