2023 წელს საქართველოში 40 214 ადამიანი დაიბადა (21 010 ბიჭი და 19 204 გოგო). 


მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ცნობით, წინა, 2022 წელს ქვეყანაში 42 319 ადამიანი დაიბადა, 2021 წელს 45 946, 2020-ში კი 46 520. შესაბამისად, შობადობა მცირდება.


დაბადების სტატისტიკა 2014 წლიდან იზრდებოდა, როცა ის რეკორდულ დონეზე დაფიქსირდა - მაშინ ქვეყანაში 60 635 ადამიანი დაიბადა. შემდეგ კი დინამიკა კლებით ხასიათდებოდა.


რაც შეეხება გარდაცვალებას, საქსტატის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6362-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემზე. გარდაცვალების ყველაზე მაღალი სტატისტიკა (4 428) იანვარზე მოდის. 
2021 წელს, ქვეყანაში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა - 9 ათასით მეტი, ვიდრე წინა წელს. ასეთი მკვეთრი ზრდა პანდემიის შედეგებს უკავშირდება.

საქართველოში წლებია, ბუნებრივი მატება (განსხვავება დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის) მინუსშია -  2023 წელს ამ მონაცემმა -2 542 შეადგინა. 

2008 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში დადებითი ბუნებრივი მატება ფიქსირდებოდა, 2020 წლიდან კი ეს მაჩვენებელი მინუსებში გადავიდა.