29-30 ივნისს,  კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თბილისში მასშტაბური უფასო გასინჯვები გაიმართება. პროექტი „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 22 კლინიკას და საქართველოს წამყვან ექიმებს აერთიანებს. პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00-მდე, ერთ სივრცეში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში მოხდება. 


ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვების მიღება, რაც მოიცავს ექიმთან კონსულტაციასა და პირველად კარდიოლოგიურ გამოკვლევებს, შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აწუხებს არტერიული წნევა, უჩივის გულს, სურს გაერკვეს, არის თუ არა ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) რისკ-ჯგუფში, სჭირდება კონსულტაცია, როგორ მართოს წნევა, ან უბრალოდ სურს,  გადაამოწმოს საკუთარი ჯანმრთელობა.


წლევანდელი კამპანია გამორჩეულია. ადგილზე ანგიოლოგიური კაბინეტიც გაიხსნება და მსურველებს, პირველადი კარდიოლოგიური გამოკვლევების გარდა, შეეძლებათ ანგიოლოგთან ვიზიტი და კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოპლერის გადაღება.


ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 0 800 100 121 და 0 800 100 123. მნიშვნელოვანია, რომ  ზარი უფასოა.

ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს .
 „გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, დაავადების შესახებ ინფორმირების დონის გაზრდა, პერიოდული სკრინინგი, წნევის რეგულარული კონტროლი, რადგან

ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა, თავის მხრივ, ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას.
უფასო გამოკვლევებში ჩართულია შემდეგი კლინიკები:


•თიმი-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
•თბილისის გულის ცენტრი
•შპს. სისტოლა
•ორაგველიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკა
•ამერიკული ჰოსპიტალი
•პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
•ღია გული
•ჯერარსი
•კლინიკა რუსთავი
•ინგოროყვას სახელობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი
•ჯეო ჰოსპიტალსი
•მცხეთის სამედიცინო ცენტრი
•ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
•ჩაფიძის გულის ცენტრი
•ვივამედი
•ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
•თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა
•ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
•ჰელსიკორი - ისრაელი - საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა
•ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
•ნიუ ჰოსპიტალსი
•მედიქლაბჯორჯია

ინფორმაცია კამპანიის შესახებ - „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“


გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“,  კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით, ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან - Global Heart Hub ერთად უკვე მეშვიდე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება. 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა  და კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი ინიციატივით,  სამედიცინო ასოციაციები  და დარგის წამყვანი სპეციალისტები  ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში გაერთიანდნენ. 


ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალური პროექტი “გაიზომე წნევა, ამას შენთვის გეუბნები”, ყოველი წლის მაისში უკვე მე-7 წელია მიმდინარეობს კომპანია “სერვიეს”, საქართველოს ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. წელს, კი პროექტი ახალი კამპანიის სახით “სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“

უფრო მასშტაბურ  და პერმანენტულ ხასიათს იღებს.  “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“ 2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 17-დან  50 პროცენტამდე  გაუმჯობესებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავისი არსით მოიაზრებს არამხოლოდ მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლებას მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, არამედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მეტ ინფორმირებას დაავადების მართვის შესახებ. ჰიპერტენზია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას, შესაბამისად, სამედიცინო ასოციაციებისა  და  ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, დროულად მოხდეს დაავადების დროული იდენტიფიცირებისა და მისი ადეკვატური მართვისთვის.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:


არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა. 
ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.