მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI)რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა. 


ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიამსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილიორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციოსერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არისჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასებისსაერთაშორისო ასოციაციის (ISQua/IEEA) წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარებისმიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისოსტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერაკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიისწამყვანი სამედიცინო ცენტრები.

ჩვენი განახლებული კლინიკა გლობალურსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ცენტრია, რომელიც სრულიად რეგიონის მოსახლეობას აწვდისმრავალპროფილურ და მაღალხარისხიანსამედიცინო მომსახურებას. საერთაშორისოაკრედიტაციის მოსაპოვებლად ბევრი ვიშრომეთ. სრულად განვაახლეთ ინფრასტრუქტურა, გავაუმჯობესეთ და დავაკმაყოფილეთ AACI-ს ყველაკრიტერიუმი და გადავამზადეთ სამედიცინო თუადმინისტრაციული პერსონალი. ვამაყობ, რომდასავლეთ საქართველოს მასშტაბით ვართსაერთაშორისოდ აკრედიტებული  პირველიპედიატრიული ჰოსპიტალი, რომლის ნდობაც ყველასშეუძლია, “ - თამარ ბახტაძე, მ. იაშვილის სახელობისბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლისდირექტორი.

ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონებათუმის იაშვილის ჰოსპიტალი აჭარის რეგიონშიარსებული მულტიპროფილური ცენტრია, სადაცდედათა და ბავშვთა ამბულატორიული დასტაციონარული მომსახურების მიღებააშესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მეორე-მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიუ სერვისს დაუზრუნველყოფს ახალშობილების ინტენსიურითერაპიის სრულფასოვან სპექტრს. ასევე, ჰოსპიტალრეგიონის მოსახლეობას ბავშვთა გადაუდებელიდახმარების სერვისს 24 საათის განმავლობაშიაწვდის.