ქვეყანაში დედათა მოკვდაობის კოეფიციენტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 22,4-ს შეადგენდა, 2022-ში კი - 35,4-ს.
ესაა დედათა სიკვდილიანობის დონის გამომხატველი მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს, თუ რამდენი დედა გარდაიცვალა 100 000 ცოცხლად დაბადებულ ბავშვზე.
დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მით უფრო დაბალია, რამდენადაც მაღალია ქვეყანაში მშობიარობამდელი, მშობიარობის პერიოდისა და მშობიარობის შემდგომი მომსახურების ხარისხი.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2023 წელს საქართველოში1 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6 362 ერთეულით (13.0%) ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 40.0 პროცენტი და 11.6 პროცენტი.