ბოლო წლებში 3-17 წლის ასაკის ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტატისტიკა გაიზარდა. ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 345 შემთხვევა გამოვლინდა. 2021 წელს ეს მონაცემი 3 031 იყო, ხოლო 2020-ში - 1 992.

აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკის თანახმად, გასულ 3 წელიწადში მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში კი 2022 და 2021 წლებში თითო-თითო ასეთი ფაქტი გამოვლინდა. 

ცალკეა გამოყოფილი 15-29 წლის ასაკის მოსახლეობა, სადაც ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების ახალ შემთხვევათა რაოდენობა ერთ წელიწადში შემცირდა: 2020 წელი -  3 447, 2021 წელი - 4 205, 2022 წელი - 3 941.