იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გრიპის ვირუსსა და მის გართულებებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი ბავშვის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა.

„როდესაც ჩვენ გრიპის ყველაზე ხშირ და სახიფაო გართულებაზე ვსაუბრობთ მხედველობაში გვაქვს ფილტვის ანთება, რომლის ნიშნებია: სუნთქვის უჩეულო გართულება, ტემპერატურის მატების, ხველის და სხვა ნიშნების ფონზე. იმ შემთხვევაში თუ სუნთქვის გახშირებაში დამხმარე მუსკულატურაც მონაწილეობს, მაგალითად, იდრიკება გულმკერდი, ნეკთაშუა არეები, ეს კიდევ უფრო მძიმე მიმდინარეობის მიმანიშნებელია და ასეთ შემთხვევაში ბავშვი, განსაკუთრებით 7 წლამდე ასაკის ბავშვი, აუცილებლად უნდა იქნას გადაყვანილი კლინიკაში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისი თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვირუსილი ინფექცია ცირკულირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა განასხვავებს გრიპის ვირუსს ამ ვირუსებისგან.

„მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, მუხლებისა და სახსრების ტკივილი, ხველა… აღსანიშნავია, რომ ცემინება და ცხვირიდან გამონადენი გრიპს არ ახასიაებს, ეს უფრო გაციების ან კორონავირუსის ნიშანია. გრიპს ასევე ახასიათებს ძლიერი საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება… ანუ ყველა ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ გრიპის ზემოქმედება ადამიანის ორგანზმზე საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს ან საშუალო სიმძიმის, ან მძიმე დაავადების ნიშნების ქვეშ. შესაბამისად, ამ ჩამონათვალიდან, როგორც წესი, ყველა აღინიშნება“, – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ ივანე ჩხაიძემ.გრიპის ზემოქმედება ადამიანის ორგანზმზე საკმაოდ სერიოზულია.