საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ჯანდაცვას პირველ პასუხად გამოკითხულთა 5% ასახელებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებად უმუშევრობას, ცხოვრების ღირებულებას, მაღალ ფასებსა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს.
გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ქართველების 37%-მა უმუშევრობა პირველ პასუხად დაასახელა (კიდევ 18%-მა მეორე პასუხად). 17%-მა პირველ პასუხად ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები დაასახელა (22%-მა მეორე პასუხად). სხვა ზოგადი ეკონომიკური პრობლემები ჯამურად 16%-მა დაასახელმა, ხოლო სიღარიბე - 13%-მა.
შემდეგ მოდის განათლება (ჯამში 8%), პოლიტიკური პოლარიზაცია (ჯამში 5%), გარე კონფლიქტები და ომი (ჯამში 5%), ჯანდაცვა (ჯამში 5%), დაუცველობა (ჯამში 5%), ახლანდელი მთავრობა (ჯამში 4%) და შიდა კონფლიქტები (ჯამში 4%).
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.