2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა  1592 ლარი შეადგინა, 2022 მეოთხე კვარტალი კი ეს მაჩვენებელი 1419 იყო. შესაბამისად, ზრდამ 12,2% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ  დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით),  მშენებლობა - 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0 
პროცენტით).