იმ ფონზე, როცა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში კიბოს სკრინინგის ასაკის - 50 წლის ზღვრის დაწევას განიხილავენ, საქართველოში წლებია, სკრინინგი ამ ასაკიდან ხორციელდება, თუმცა სამიზნე მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობით არ სარგებლობს. 


ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 50 წლამდე ასაკის მოსახლეობაში კიბოს შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 
BMJ Oncology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 50 წლამდე ასაკის მოსახლეობაში კიბოს შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 


მკვლევრების ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ სკრინინგის პროგრამებისა და პროფილაქტიკის გაფართოება შესაძლებელია და საჭიროა მათში ადამიანების 40 წლიდან ჩართვა. ამ საგანგაშო ტენდენციის გათვალისწინებით, ამერიკაში პროფილაქტიკური სერვისების სამუშაო ჯგუფმა კიბოს სკრინინგის დაწყების ასაკი 50-დან 45 წლამდე დასწია. ამასთან, უწყება ამზადებს რეკომენდაციას, სარძევე ჯირკვლის სკრინინგის დაწყების ასაკი 50-ის ნაცვლად 40 წელი იყოს. 


საქართველოში წლებია, სახელმწიფო კიბოს გარკვეული სახეობების სკრინინგს მოქალაქეებს სრულად, 25 წლის ასაკიდან უფინანსებს. 

ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას.

სკრინინგის პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ქალებისთვის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ქალებისთვის ყოველ სამ წელიწადში, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ყოველ ორ წელიწადში. აღნიშნული სარეკომენდაციო პერიოდების მიუხედავად, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პაციენტი დაბარებულ იქნას ვადაზე ადრე, რაც, ასევე, პროგრამის მიერ ფინანსდება.

გაგაცნობთ პროგრამის დეტალებს:

40-70 წლის ასაკის ქალებში  ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.


პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

25-60 წლის ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.
პროგრამა უზრუნველყოფს: პაპ–ტესტის ჩატარებას და პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას. საჭიროებისამებრ ხდება ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში 
ერთხელ.

50-70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.
პროგრამა უზრუნველყოფს გამოკვლევას ფარულ სისხლდენაზე. პათოლოგიური ცვლილებების 
შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია მორფოლოგიური გამოკვლევით. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ 116001 ან 1505 ან ეწვიეთ FB- გვერდს „კიბოს სკრინინგი - Cancer Screening”