ამოქმედებიდან, 2014 წლიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, სოლიდარობის ფონდში 25 323 115 ლარი იქნა მობილიზებული, რაც სიმსივნით დაავადებული 947 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას მოხმარდა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. 


სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი მიმართვა სოლიდურ სიმსივნეზე მოდის. შემდეგ მოდის ლეიკემია, სისხლმბადი სისტემის დაავადებები და დასაზუსტებელი დიაგნოზი.

ფონდი აფინანსებს სიმსივნეების მკურნალობას და დიაგნოსტიკას 22 წლამდე მოქალაქეებისთვის როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის - იაპონიაში (ექსპერიმენტალური მკურნალობა იმუნოთერაპია), ავსტრიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 


საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა.


ის აფინანსებს სამედიცინო სერვისებს, რომელიც სრულად არ იფარება სახელმწიფოს და მუნიციპალური პროგრამებით, ასევე სამედიცინო სერვისებს, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში და ეს დადასტურდება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე