ორსულთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამებით აჭარაში წელს 6 ათასზე მეტმა ქალმა ისარგებლა. ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით. პროგრამენბი მოიცავს შემდეგი სერვისების დაფინანსებას:
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში;
სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში;
მშობელთა სკოლა - ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის.
დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში დაინერგა სპეციალური წიგნი.
2025 წელს, სერვისებით 6 000 -ზე მეტმა ქალმა ისარგებლა.
პროგრამებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.





