ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca გეგმავს კანადური ბიოფარმაცევტული კომპანია Fusion-ის შეძენას, რათა განავითაროს პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდები. 
გარიგება 2,4 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

AstraZeneca ცდილობს კიბოს მკურნალობაში ცვლილებების შეტანას და სულ უფრო მეტად აკეთებს აქცენს თარგეტულ თერაპიაზე. შესაბამისად, კომპანია სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობა მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. 


გარიგება გულისხმობს AstraZeneca-ს პორტფელში Fusion-ის რადიოკონიუგატების (RCs,) შეტანას, რომლებიც, კომპანიის განცხადების თანახმად, უფრო ზუსტად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. ამიტომ ეს მეთოდი უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ეფექტიანობას და ნაკლებტოქსიკურობას ჯანმრთელი უჯრედებისთვის. 


„Fusion-თან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავაჩქაროთ პროსტატის კიბოს მკურნალობის პოტენციურად ახალ მეთოდზე,“ - განაცხადა AstraZeneca-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სიუზან ჰელგრეიტმა.
გარიგების დასრულების შემდეგ Fusion-ი გახდება AstraZeneca-ს შვილობილი კომპანია, რომელიც კანადასა და აშშ-ში იმუშავებს. 

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-მ ჩინური ბიოფარმაცევტული კომპანია Gracell Biotechnologies Inc.-ი შეიძინა,  რომელიც კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის უჯრედული თერაპიის მეთოდის შექმნაზე მუშაობს. ამ გარიგებით შვედურ-ბრიტანული გიგანტი AstraZeneca ცდილობს, ხორცი შეასხას საკუთარ ამბიციებს უჯრედული თერაპიის მიმართულებით.