B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე სახელმწიფო 1,32 მილიონ ლარს დახარჯავს. 

ამას „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, როლებიც 2024 წლის 3 აპრილს იქნა მიღებული.

პროგრამის თანახმად, B ჰეპატიტის მართვა ზე 1,320 მლნ. ლარია გამოყოფილი. ბენეფიციართა გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის 920 ათასი ლარია გათვალისწინებული, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, ტესტებისა და სახარჯი მასალის  შესყიდვაზე კი - 400 მილიონი. ჯამში ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს პრევენციას, დიაგნოსტირებას და მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სკრინინგული კვლევა HBsAg-ზე. ეს კომპონენტი ეხება პირებს, რომლებიც მანამდე არ ყოფილან დიაგნოსტირებულები B ჰეპატიტზე. ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ უტარდებათ ანტისხეულებზე კვლევა და ამ კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ექვემდებარებიან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით.


ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პირებს, რომლებსაც დიაგნოზი დადასტურებული აქვთ მინიმუმ 6 თვის წინ, პირველ ეტაპზე ეკუთვნით შემდეგი სერვისები:

ექიმის კონსულტაცია
ღვიძლის გამოკვლევა
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.

გამოკვლევების შედეგების შესაბამისად განისაზღვრება დამატებითი გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარების საჭიროება, რომელიც ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
ანტივირუსული მედიკამენტები 2024 წლის სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.