შეამცირა თუ არა ახალმა რეგულაციებმა საკეისრო კვეთების მაჩვენებელი - სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. ეს მაჩვენებლები, სავარაუდოდ, მომავალი წლის სტატისტიკაში გამოჩნდება, სადაც რეგულაციების ერთწლიანი მოქმედების შედეგები აისახება. 
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 ნოემბრიდან საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფი გაიზარდა და გათანაბრდა, თუმცა საუბარია მხოლოდ ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთებზე. ანუ, მხოლოდ პაციენტის მოთხოვნით ჩატარებულ საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ ანაზღაურებს და ასეთ შემთხვევაში, ქალს საკეისრო კვეთის ჩატარება მხოლოდ იმ  პირობით შეუძლია, თუ გავა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და ყველა ხარჯს, რაც შვილის გაჩენას უკავშირდება, თავად დააფინანსებს.
რეგულაციის ერთ-ერთი მიზანი საკეისრო კვეთების მაჩვენებლის შემცირებაა, რომლებიც საქართველოში საკმაოდ მაღალია.

საკითხზე საუბრისას „იმედის კლინიკის“ კლინიკური მენეჯერი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ბუკა კობეშავიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში საკეისრო კვეთის გართულებების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა. 

მისი განმარტებით, საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში, როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა საფრთხეს უქმნის დედის ან ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
“არსებობს საკეისრო კვეთის აბსოლუტური და კომლექსური ჩვენებები. აბსოლუტურია ჩვენებაა,  პლაცენტის სრული წინმდებარეობა, ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობები: ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, ნაყოფის ტერფებით წინმდებარეობა. კომპლექსური ჩვენებაა, როდესაც ორსულს გარდა სამეანო პათოლოგიისა აქვს საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მხედველების სისტემის და სხვა პათოლოგიები,“ - აღნიშნავს კობეშავიძე. 
მისი თქმით,  მსოფლიოში საკეისრო კვეთის გართულებების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა, შესაბამისად, საკეისრო კვეთა მეტად რთული და გართულებების მხრივ საკმაოდ საშიში ოპერაციაა.


„საკეისრო კვეთას შეიძლება მოყვეს თრომბო-ემბოლიური და სეპტიური  გართულებები. შეიძლება ჭრილობა დაჩირქდეს, დაიწყოს საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება, განვითარდეს ნაკერის უკმარისობა, საშვილოსნო დაინფიცირდეს და მისი ამოკვეთა გახდეს საჭირო. ასევე შეიძლება გართულებები დაიწყოს ოპერაციის მსვლელობის დროსაც. კერძოდ განითარდეს სისხლდენა, სადაც გამოსავალს მხოლოდ საშვილოსნოს ამოღება წარმოადგენს.  თუნდაც ყველაფერი კარგად დასრულდეს, საკეისრო კვეთის შემდგომ 2-3 წელი ორსულობა რეკომენდებული აღარ არის,“ - განაცხადა ბუკა კობეშავიძემ.

მისივე თქმით, საკესრო კვეთის შემდეგ შესაძლოა ასევე განვითარდეს ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ქალებს, რომლებსაც უტარდებათ საკეისრო კვეთა აქვთ სისხლის შედედების განვითარების გარკვეული რისკი, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გამოჯანმრთელების დროს უმოძრაობა და სისხლის შედედების ცვლილებების ფაქტორები. შესაძლოა იყოს ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებებიც, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, რესპირატორული პრობლემები ან ნერვის დაზიანება, შეიძლება მოხდეს საკეისრო კვეთის დროს ან მის შემდეგ.

ასევე შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ინფექციები.

შედარებით იშვიათ გართულებას წარმოადგენს მძიმე სეფსისი ან სეპტიური შოკი. 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით და საერთაშორისო სამედიცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, მძიმე სეფსისის სიხშირე საკეისრო კვეთის შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში  0,5%-დან 2%-მდე მერყეობს. ხოლო განვითარებად ქვეყნებში სეფსისის შემთხვევების უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში მძიმე სეფსისის სიხშირე საკეისრო კვეთის შემდეგ შეიძლება  5%-დან 10%-მდე იყოს.

ბუკა კობეშავიძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში პიორიტეტია სამედიცნო დაწესებულებებში ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხვედველობა, პრევენცია და კონტროლი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ის იმ პრაქტიაზეც საუბრობს, რომელიც ინფექციების კონტროლის კუთხით იმედის კლინიკაშია დანერგილი:
“იმედის კლინიკაში” კლინიკაში ინფექციის კონტროლი ხორციელდება კომპლექსურად და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ინფექციის კონტროლის ძირითადი ღონისძიებები (სტანდარტული და დამატებითი უსაფრთხოების ზომები), სამედიცინო პერსონალის განათლება და ტრენინგები, სამედიცინო პერსონალის დაცვა სხვადასხვა ინფექციებისაგან (იმუნიზაცია), ინფიცირების საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის მინიმუმამდე დაყვანა, ინფექციური კონტროლის რუტინული პრაქტიკა - ასეპტიკა, ერთჯერადი ხელსაწყოების გამოყენება, სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია, ანტიმკრობული პრეპარატების გამოყენება, სამედიცინო მასალების სტერილობაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი, სისხლის და მისი პროდუქტების შენახვა და მოხმარება, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი. 
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ინფექციური კონტროლის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის, კლინიკაში ჩამოყალიბებულია ინფექციის კონტროლის კომიტეტი. კომიტეტი მონიტორინგის გზით ზედამხედველობას უწევს ინფექციურ პროცესებს და ინციდენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ინფექცია. შემთხვევების სტატისტიკის განხილვა კომიტეტს საშუალებას აძლევს განსაზღვროს პრობლემური საკითხები. ინფექციების შემთხვევაში კომიტეტი ატარებს გამოკვლევას პრობლემური მიზეზების აღმოსაჩენად და ამზადებს რეკომენდაციებს არსებულ პროტოკოლში ცვლილებების შესატანად. კონკრეტული ინციდენტობის მონიტორინგთან ერთად კომიტეტი ასევე მუდმივად ცდილობს შეაფასოს დაგეგმილი პროცესები და პროცედურები კონტროლის სრულყოფის მიზნით.“