2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 1.5 პროცენტით შემცირდა, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 


რაც შეეხება პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, დასახელებულ ჯგუფში ფასები 1.2 პროცენტითაა გაზრდილი.

ზოგადად კი, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა.