4-5 დეკემბერს დუბაიში ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის კონგრესი – MIMTC 2025 გაიმართება, რომელში მონაწილეობის საშუალება ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ.
დეკემბრის დასაწყისში დუბაი გააერთიანებს სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს გალფისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ კლინიკები, ველნეს ცენტრები, ტურისტული სააგენტოები და საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ქმნიან სამედიცინო ტურიზმის ახალ სტანდარტებს.
ღონისძიება Le Méridien Dubai Hotel & Conference Centre-ში გაიმართება და ის მოიცავს
კონფერენციას, გამოფენას, B2B & B2G შეხვედრებს და თემატურ ვორქშოპებს.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პროფესიული კავშირების გასაფართოებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და ახალი პარტნიორობების დასაწყებად საერთაშორისო დონეზე.





