2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი ოთხჯერ შემცირდა. ამის შესახებ საუბარია გენდერული პრობლემებისადმი მიძღვნილ მეჩვიდმეტე სტატისტიკურ პუბლიკაციაში ”ქალი და კაცი საქართველოში”, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა სახელმწიფო ინვესტიციებმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანერგვამ ჯანმრთელობის ძირითადი ინდიკატორების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია.

„2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა 1000 ცოცხლად დაბადებულზე) ოთხჯერ შემცირდა და 2024 წელს ბიჭებისთვის 8.3-ს, ხოლო გოგონებისთვის 6.4-ს გაუტოლდა. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოკვდაობის კოეფიციენტში, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში გოგონებში 2.7-ჯერ, ხოლო ბიჭებში 1.8-ჯერ შემცირდა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.