ტრამპის ადმინისტრაცია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე განმცხადებლებისთვის  ვიზების გაცემის პირობებს აფართოებს. საუბარია ისეთ ქრონიკულ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი და სიმსუქნე, ცვლილების მიზეზად  კი აშშ-ში ამ დაავადებების მართვისთვის საჭირო რესურსების სიმწირე სახელდება.

ტრამპის ადმინისტრაციის ახალი, ფართომასშტაბიანი დირექტივით, დიაბეტი, სიმსუქნე და გულის დაავადებები ამიერიდან „საზოგადოებრივ ტვირთად“ ჩაითვლება, რასაც ექსპერტები იმიგრაციის შეზღუდვის ახალ მკაცრ ინსტრუმენტად განიხილავენ.

აშშ-ის ვიზების გამცემმა ოფიცრებმა მიიღეს უფლება, უარი უთხრან - მათ შორის მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე - უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვთ - ისეთი, როგორიცაა დიაბეტი და სიმსუქნე, სახელმწიფო რესურსებზე პოტენციური დატვირთვის მოტივით.


ახალი წესებით, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე და გულის დაავადებები, ვიზის მიღების პროცესში კრიტიკულ საკითხებად იქცა.


ტრამპის ადმინისტრაცია თითქმის შეუძლებელს ხდის ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის იმიგრანტული ვიზების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური იმიგრანტებისთვის ჯანმრთელობის შემოწმება აშშ-სთვის სიახლე არ არის, ახალი მანდატი მნიშვნელოვნად ამკაცრებს არსებულ წესებს.

კერძოდ, ადრე ვიზის პროცედურები მოიცავდა ინფექციური დაავადებების სკრინინგს, ვაქცინაციის ისტორიის შემოწმებას და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.

თუმცა, ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა განაცხადების მოქმედების სფერო და მოიცვა ქრონიკული დაავადებები. ვიზის თანამშრომლები ახლა განმცხადებლების შეფასებისას ჯანმრთელობის ფაქტორების გაცილებით ფართო სპექტრს გაითვალისწინებენ.

ეს ფართო მანდატი თითქმის შეუძლებელს გახდის ვიზების მიღებას  განსაკუთრებით იმ განმცხადებლებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები და ჯანდაცვის პოტენციურად მაღალი ხარჯები აქვთ. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ეს პირები პოტენციურ „საზოგადოებრივ ტვირთს“ წარმოადგენენ.

ექსპერტების თქმით, ახალი ბრძანება ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი კამპანიის ნაწილია არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციისა და იმიგრაციის შეკავების მიზნით.