კაცებში ფსიქიკური აშლილობის ახალი შემთხვევები აღემატება ქალებში გამოვლენილ შემთხვევებს.

ამის შესახებ საუბარია გენდერული პრობლემებისადმი მიძღვნილ მეჩვიდმეტე სტატისტიკურ პუბლიკაციაში ”ქალი და კაცი საქართველოში”, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დიაგნოზი 2500 ქალსა და 2800 მამაკაცს დაუსვეს.

ამასთან, პუბლიკაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის გასამმაგებულმა ხარჯებმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღებამ, გამოიწვია პაციენტების ვიზიტების რაოდენობის მინიმუმ 50%-ით გაზრდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის გადამდები და არაგადამდები დაავადებების უფრო მეტ რეგისტრირებულ რაოდენობას. 


„ანალიზმა აჩვენა, რომ კაცებში ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და ფსიქიკური აშლილობის ახალი შემთხვევები აღემატება ქალებში გამოვლენილ შემთხვევებს, ხოლო ქალებში კაცებთან შედარებით უფრო მეტია ახალდიაგნოზირებული ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები. სიკვდილის მიზეზების ანალიზი გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა საერთო რაოდენობაში ჭარბობს სიმსივნეები, რაც ქალთა მოკვდაობის მიზეზის 52 პროცენტს, ხოლო კაცთა სიკვდილიანობის 48 პროცენტს შეადგენს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.