20 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინ ინნ თბიისში“ -ში ინკლუზიური დასაქმების თემასთან დაკავშირებით  ღონისძიება გაიმართება  სახედებითინკლუზია პრაქტიკაში: ადამიანზე მორგებული დასაქმების მოდელი“.

შეხვედრას დაესწრებიან  შშმ პირთა თვითადვოკატები, დამსაქმებლები და ექსპერტები. ისინი ერთობლივად  იმსჯელებენ, თუ რამდენად  შესაძლებელია ბიზნეს ორგანიზაციებმა შექმნან უფრო ხელმისაწვდომი და თანასწორი სამუშაო გარემო.

ღონისძიების ფარგლებში სოციალური საწარმო  „ბაბალე“ წარადგენს პროფორიენტაციისა და დასაქმების პროგრამის შედეგებს – ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც პროგრამის მეშვეობით შეძლეს საკუთარი პოტენციალის რეალიზება. ასევე წარმოდგენილი იქნება ინკლუზიური დასაქმების ახალი მოდელი, რომელიც დამსაქმებლის გარემოს მომზადებასა და თანამშრომელთა გადამზადებას მოიცავს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლები: ლია ტაბატაძე, ნინო სიხარულიძე, ირაკლი დადიანი. ღონისძიებას წარუძღვებიან ასოციაციის თვითადვოკატები სანდრო ჩხეტია და სესილი ღვინჯილია, ასევე მოწვეული ექსპერტები,  დამსწრეებს საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და კომპანიაჯეპრასერთობლივ ფანდრაიზინგის კამპანიას – „შენ გარეშე არ გამოვა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების, ბიზნეს სექტორის და მედიის მხარდაჭერის გაზრდას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმებისა და სოციალურ ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

შეგახსენებთ, რკამპანიაშენ გარეშე გამოვაარის მასშტაბური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ოჯახებს, საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორს. კამპანიის მიზანია რესურსების მობილიზება, რათა არცერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებებისთვის ბრძოლაში. ინიციატივა გულისხმობს რესურსების მობილიზებას, მხარდაჭერისა და თანადგომის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას.

დასასრულს, მოეწყობა  თვითადვოკატების მიერ შექმნილი პოდკასტების სერიის  არაფერი ჩემ გარეშე  ჩვენება, რომელიც შშმ პირთა ხმის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ცნბისათვის, თვითადვოკატების პოდკასტები არის ინოვაციური პლატფორმა, სადაც დაუნის სინდრომის  მქონე ახალგაზრდები თავად გვიზიარებენ საკუთარ ისტორებს, გამოცდილებებს და საუბრობენ უფლებებზე. პლატფორმის მიზანია, საზოგადოებაში მათი ხმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და  სტიგმის დაძლევა.