2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით განხორციელებულმა ვიზიტებმა 8.4 ათასი შეადგინა. ეს კი საერთო ვიზიტების 1.4 %-ია.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
შარშან, იგივე პერიოდში, მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით ქვეყნიდან რეზიდენტი ვიზიტორების 13.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც საერთო ვიზიტების 2.3 % იყო.
ჯამში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამ ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.





