2023 წელს, ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი კი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში ეს მაჩვენებელი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.


ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მისივე მონაცემებით, 2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 24,4 იყო. 

statista.com-ის მონაცემებით, ევროპაში დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 30,2 წელია.