გულსისხლძარღვთა დაავადებები საქართველოში ჯანმრთელობის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დაავადების ქრონიკულ ფორმას ეხება.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, საქველმოქმედო ფონდი „დონუმი“ პაციენტებს თანადაფინანსებას სთავაზობს.
პროექტი ეხება პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ კარდიოლოგიური დანიშნულების მედიკამენტები - წნევის მარეგულირებელი, არითმიის, ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი.
ამისთვის საჭიროა პაციენტმა წარმოადგინოს ექიმის დანიშნულება ან ფორმა #100
დანიშნულების მიხედვით პაციენტმა უნდა შეარჩიოს თვეში მაქსიმუმ 100 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელზეც მიიღებს თანადაფინანსებას.
თანადაფინანსებით სარგებლობისთვის მსურველმა უნდა მისწეროს ფონდის ფეისბუქ-გვერდის ადმინს პირად შეტყობინებაში და მიაწოდოს ფორმა-100 ან ექიმის დანიშნულება ფოტოს სახით. ამის შემდეგ მას შეატყობინებენ, რომელ აფთიაქში შეუძლია მედიკამენტების აღება. აფთიაქში მისულ მომხმარებელს მედიკამენტს განახევრებულ ფასად მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ მისცემენ.
ფონდის ტელეფონია: 577 93 50 50.